ზაფხულის სალათა

26 აგვ 2021 |

ზაფხული იმსახურებს ასეთ ფერადოვან გაცილებას! ძალიან მიჭირს მასთან დამშვიდობება, მაგრამ თავს შემოდგომით ვიმშვიდებ. და ვიდრე პომიდორი ,,პომიდორობს" და ხილის მრავალფეროვნებაა, მოდით კიდევ ერთხელ შევახვედროთ ბოსტნეული და ხილი ერთმანეთს. პომიდორის და ვაშლაატამას სალათის მომზადება ცალკე სიამოვნებაა და ვისაც ჩემსავით გიყვართ საჭმლის ფოტოების გადაღება, ამაზე ფოტოგენური კერძი იშვიათად მომიმზადებია. ასე რომ, ისიამოვნეთ პროცესითაც და გემოთიც, და რა თქმა უნდა 2021-ის ზაფხულის ბოლო დღეებით!

ინგრედიენტები

მომზადება

დაჭერით პომიდრორი და ვაშლაატამა ნახევარმთვარეებად. დაალაგეთ სერვირების თეფშზე, მოაყარეთ ბაზილიკი, ყურძნის მარცვლები, მოასხით ზეითუნი, თაფლი, მარილი და ფილპილი და სურვილისამებრ შეგიძლიათ ყველი დაუმატოთ.


ისიამოვნეთ და ასიამოვნეთ გარშემომყოფები!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.